weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა  – მეუფე იაკობი

15:29 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018

„ეკლესიას რომ სჯეროდეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. მისივე თქმით, პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა.

კითხვაზე როდის მოისმინა პატრიარქის პოზიცია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, მეუფე იაკობმა უპასუხა: „თავიდანვე“.

მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ სინოდის სხდომა შემოდგომაზე გაიმართება და დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხსაც განიხილავენ. მისივე თქმით, გიორგი მამალაძეს დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

კითხვაზე აპირებენ თუ არა სინოდის წევრები ციხეში მსჯავრდებულ დეკანოზთან შესვლას, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, ჩვენ არ შევალთ“.

ჟურნალისტებმა ქორეპისკოპოსს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც, მის წინააღმდეგ ბრალი სწორედ მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება.

„მატყუარაა, რა უნდა ვთქვა, მატყუარა ადამიანია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ზოგიერთები, ვინც ვითომ მას იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში“, აღნიშნა მან.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]